Sunday, January 12, 2014


გაკვეთილის  მთავარი თემა


მრავალწახნაგების ზედაპირის ფართობი
სწავლების საფეხური
XII კლასი



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


ü  დაადგენენ ფორმულებს და ისწავლიან მართი პრიზმების, პირამიდების გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობების გამოთვლას.
ü  განუვითარდებათ ზედაპირის ფართობების გამოთვლის უნარი როგორც ფორმულით ასევე აზომვით;
ü  განუვითარდებათ ვარაუდის გამოთქმისა და კერძო შემთხვევაში მისი კვლევის უნარი;

ესგ-თან შესაბამისობა:  
მათ.XII.5. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სივრცული ფიგურის ზომებს შორის ფუნქციურ დამოკიდებულებას ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალური ვითარების შესაბამის ამოცანებში);



წინასწარი ცოდნა


 მოსწავლეებმა იციან მრავალკუთხედების ფართობების გამოთვლა, იცნობენ მრავალწახნაგებს და შეუძლიათ წარმოადგინონ და ისაუბრონ მათი შლილების შესახებ.



შეფასების საგანი და პროცედურები

 
  შეფასდაბა გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობის შესახებ ვარაუდის გამოთქმისა და არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების უნარი, კონკრეტული ფორმულების სახით.
  შეფასების ობიექტი იქნება წყვილებში მიცემული დავალება შლილების მიხედვით გამოთვლების ჩატარებაზე და  ამის მიხედვით განზოგადულ მსჯელობაზე.

გამოვიყენებ მიმდინარე განმსაზღვრელ  და განმავითარებელ შფასებებს.

შეფასების კრიტერიუმები:
1.       მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;
2.       მსჯელობა - დასაბუთება;
3.       მოდელირება;
4.       ამოცანის ამოხსნის გზა და მისი რეალიზება;


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


ფურცლებზე ამობეჭდილი მრავალწახნაგების შლილები;
კომპიუტერი, პროექტორი, მათემატიკური საიტი: http://www.matematicasvisuales.com/english/html/geometry/geometry.html შლილების საჩვენებლად.




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

მოსწავლეებს ვაცნობთ გაკვეთილის მიზანს. (2 წთ)

აქტივობა 1 - კითხვა-პასუხის საშუალებით ვააქტიურებთ წინარე ცოდნას (6 წთ)

აქტივობა 2 – ინტერნეტ საიტის საშუალებით მოსწავლეებს ვიზუალურად ვაჩვენებთ როგორ იშლება სხვადასხვა მრავალწახნაგა. მთელ კლასთან ერთად ვმსჯელობთ მათი ზედაპირის შემადგენელ მრავალკუთხედებზე. იმაზე თუ რას ნიშნავს გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობი. (8-10 წთ)

აქტივობა 3 – დავალება ჯგუფებში. მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი შლილები და ეძლევა დავალება განსაზღვრონ რა მონაცემები სჭირდებათ და (აზომვების საშუალებით) გამოთვალონ კონკრეტული მრავალწახნაგას გვერდითი ზედაპირისა და სრული ზედაპირის ფართობები. (5 წთ)

აქტივობა 4 - ამოცანების ამოხსნის გზისა და რეალიზების პრეზენტაცია. მოსწავლეთა მიერ ინდივიდუალური მსჯელობა-დასაბუთებით ფორმულების დადგენა. (10 წთ)


აქტივობა 5 -  წიგნიდან გვ. 255-დან 1-5 ტესტების ამოხსნა კლასთან ერთად. (3 წთ)

აქტივობა 6 -  გვ.256 #26  მოსწავლეებს ეძლევათ 3 წთ ამოცანის ამოხსნის გზების დამოუკიდებლად  მოსაფიქრებლად. შემდეგ ამოცანას ვხსნით მთელ კლასთან ერთად დაფასან (6 წთ)

აქტივობა 7 - გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება განმსაზღვერელი ქულებით. განმავითარებელი კომენტარები მოსწავლეებს ეძლევა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. (3 წთ)